- Advertisement -

ბორჯომში, ხანძრის ადგილზე მოხალისეები უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ დაიშვებიან

373

ბორჯომის ხეობაში ვითარება არის სტაბილურად, ამინდიც ნორმალურია,- ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების სააგენტოს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

"დილიდან ვერტმფრენები მუშაობენ. 8 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი. ასევე სახანძრო სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე მაშველები ანაlოგიური შემადგენლობით, სატყეო, ანალოგიური რაოდენობით, შსს-ს 100მდე თანამშრომელი, ასევე თავდაცვის სამინისტროსი

ადგილზე მოხალისეები არ შეიშვებიან, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. არის ურთულესი რელიეფი და უბრალოდ შეუძლებელია არაპროფესიონალი ადამიანების შევუშვათ. არაპროფესიონალი ადამიანი ძალიან დასაფასებელი ადამიანია, მაგრამ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ გამოცდილება არ აქვს ისეთ რელიეფზე მუშაობის და ხანძრის ჩაქრობის.

ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან მიღებვული დახმარეება სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ასევე საჰაერო ტექნიკა სრული დატვირთვით მუშაობს და აბსოლუტურად ყველა დანაყოფი და ყველა ვერტმფრენი. ყველა მეხანძრე მაშველი ჩვენი, ასევე მეგობარი ქვეყნებიდან დამხმარე ძალა.

სიტუაცია არის სტაბილური, ნორმალური, ნელ-ენლა ქრება ხანძრის კერები, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო მნიშვნელოვანი შედეგი გვექნება. გავრცელდა ინფორმაცია რომ 15 ჰყექტარზეა ხანძარი, ზუსტად ვერ გეტყვით."- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში.

Comments
Loading...