- Advertisement -

ბორჯომ-ხარაგაულის პარკსა და ლისის ტბაზე ხანძარია (ვიდეო)

392

 

დღეს საქართველოში ხანძრის ორი კერა გაჩნდა.

ხანძარია ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში, სოფელ დაბაში. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ხანძრის ჩასაქრობად იყენებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს. როგორც "აიპრესს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ხანძარია ასევე თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც "აიპრესს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, " დაახლოებით1000 კვ.მ  ფართობი იწვის. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.''

ვიდეო მოგვაწოდა ბექა ხუცურაულმა.

Comments
Loading...