- Advertisement -

ბრაკონიერების მიერ მოკლული ტყის მცველის ოჯახს ღირსების ორდენი გადაეცა

598

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის გარდაცლილი ტყის მცველის კახაბერ ყურაშვილის ოჯახს ღირსების ორდენი გადასცა. ტყის მცველი მიმდინარე წლის თებერვალში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ბრაკონიერებმა მოკლეს.

კახაბერ ყურაშვილი 2010 -2011 წლებში შიდა ქართლის სატყეო სამსახაურის, გორის სატყეო უბნის, ხოლო 2013 წლიდან 2017 წლამდე კასპის სატყეო უბნის ტყის მცველად მუშაობდა.

Comments
Loading...