- Advertisement -

ბრეგაძე: დავით ბერძენიშვილს მე გადავეფარე, ერთი პანღური მოხვდა

1

“ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ დავით ბერძენიშვილის დაცვა მომიწევდა. მე გადავეფარე ამ პროვოკატორს. ბერძენიშვილი ინაურის დროინდელი სტაჟიანი უშიშროების აგენტია და კარგად იცის სად მოაწყოს პროვოკაცია. როცა აღელვებულ ადამიანებში შემოდიხარ, წინასწარ იცი, ამას რა მოჰყვება. საბედნიეროდ, მე გადავეფარე ბერძენიშვილს. ამის გამო შეიძლება ბევრმა განმკიცხოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ რამე ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო. ერთი პანღური მოხვდა და კარგია, ცოტა გამოაფხიზლებს ეს პანღური”,-ამბობს სანდრო
შეგახსენებთ, რომ კინოთეატრ “ამირანთან” “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
ქართულ-შვედური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გაიმართა.
The post ბრეგაძე: დავით ბერძენიშვილს მე გადავეფარე, ერთი პანღური მოხვდა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...