- Advertisement -

ბუკიკიო: კონსტიტუცია კონსესუსით უნდა იყოს მიღებული და არა მხოლოდ უმრავლესობის მხრიდან

433

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, არამედ ფართო კონსესუსის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

"კარგი დისკუსია გვქონდა. პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ამიხსნეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიზეზი. მე განვუმარტე, რომ მსურს დავინახო საქართველოს კონსტიტუციის ახალი ხედვა, რაც ნიშნავს, რომ ის უნდა იყოს მიღებული ფართო კონსესუსის საფუძველზე, არა მხოლოდ უმრავლესობის მხრიდან. მთავარია, რომ გაგრძელდება კონსესუსი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით", – აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ. 

Comments
Loading...