- Advertisement -

ბურჯანაძე: ასეთი ერთობა ყოველთვის გამარჯვებით მთავრდება! თუ დათმობებზე არ წამოვლენ, ვითარება მძიმედ განვითარდება!

10

“სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ საზოგადოება ისევ გამოიყვანა ქუჩაში. საზოგადოებაში ისევ დათესა გულგატეხელობა და მთელი ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა საკუთარი თავის წინააღმდეგ. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ყველა ოპოზიციური პარტია პოლიტიკური ხედვების, ორიენტაციისა და განსხვავებების მიუხედავად, პირადი სიმპატიების თუ ანტიპატიების მიუხედავად ყველა დადგა ერთმანეთის გვერდით, რომ არ მოხდეს ის, რომ ქართველ ხალხს ისევ არჩევანი წაართვან. ეს არის ძალიან დიდი ერთობა და ასეთი ერთობა ყოველთვის მთავრდება გამარჯვებით. ჩვენ მოვიპოვებთ ისეთ სამართლიან არჩევნებს, როდესაც ქართველი ხალხი მიიღებს ისეთ არჩევნებს, რომელიც სამართლიანია. მთავარი არის სამართლიანი სისტემა. შეუძლია ჯერ კიდევ ივანიშვილს, რომ პროპორციული არჩევნები შეძლოს, მას აქვს ამის რესურსი.
თუ ხელისუფლება არცერთ დათმობაზე არ წამოვა, ვწუხვარ, მაგრამ ვითარება ძალიან მძიმედ განვითარდება. მათ შორის ხელისუფლებისთვის”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
The post ბურჯანაძე: ასეთი ერთობა ყოველთვის გამარჯვებით მთავრდება! თუ დათმობებზე არ წამოვლენ, ვითარება მძიმედ განვითარდება! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...