- Advertisement -

ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება სახელმწიფო, მას სჭირდება ორღობე!

682

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო კი არ სჭირდება, არამედ ორღობე, სადაც ყველა მის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც ნინო ბურჯანაძემ "აიპრესთან" ინტერვიუში თქვა, ქვეყანაში ფარული ჩრდილოვანი მმართველობა უნდა დასრულდეს, ამისთვის კი საჭიროა ოპოზიციის ერთობა.

"ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება სახელმწიფო, მას სჭირდება თავისი ორღობე, სადაც მე, თქვენ და ნებისმიერი ადამიანი მის კეთილ ნებაზე ვიქნებით დამოკიდებული. ამის განხორციელებაში ავად, თუ კარგად მას პოლიტიკური კლასი უშლის ხელს. ამიტომ, ახლა პოლიტიკური კლასის ამოცანა გაერთიანება უნდა იყოს. ეს იმისთვის, რომ ქვეყანა როგორც სახელმწიფო გადარჩეს. ოპოზიციამ წარმატებას რომ არ მიაღწიოს საქართველო რუკიდან კი არ გაქრება, ღმერთმა ნუ ქნას! მაგრამ დღეს საქართველო მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან პრაქტიკულად გამქრალია.

ჩვენ არ ვართ არცერთი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში. 105-ე საკითხად რომ განიხილავენ საქართველოს საკითხს, ეს არ არის დღის წესრიგში ყოფნა. ამიტომ, აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა გააკეთოს სწორი დასკვნა, რომ ფარული და ჩრდილოვანი მმართველობა, ფულის მმართველობა და მბრძანებლობა ქვეყანაში პოლიტიკური მმართველობით უნდა შეიცვალოს", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Comments
Loading...