- Advertisement -

ბურჯანაძე: დიპლომატები ეთანხმებიან დიალოგის აუცილებლობას, მათ ვუთხარით, რომ თუ ასე გაგრძელდა არჩევნები აზრს დაკარგავს

14

“2009 წელი გაიხსენეთ, პიკეტირება იყო, ბლოკირებაც იყო, მაგრამ მაშინდელ ხელისუფლებას ეყო ჭკუა, რომ სამი თვე მოეთმინა. სამი თვე კი არა და 1 დღეც ვერ მოითმინეს და აგერ 200 მეტრში დიპლომატებთან შეხვედრა იყო. დიპლომატებს მივმართეთ და ვუთხარით, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი არის. პირველ რიგში ეს არის ის, რომ ხელისუფლება სრულად ოპოზიციურ სპექტრთან დაჯდეს და დაიწყოს მოლაპარაკებები. მეორე, პროპორციული სისტემის მიღება თუ ვერ მოხერხდება, გერმანული მიიღოს. ტყუილს ამბობს ხელისუფლება, არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. არ დაიწყონ ახლა ამასთან რატომ დაგახართ და იმიტომ რატომ დგახართო. მე ვიცი, რასაც ნიშნავს ეს. 2011 წელს რომ გაიპრანჭენ ზოგიერთები, რომ ბურაჯანაძესთან არ დავდგებიო და ამიტომ დაგვალეწეს ტავ-პირი. ყველა უნდა დადგეს არა რომელიმე პარტიის ან ლიდერის გვერდით, არამედ უნდა დადგეს აქ იმისთვის, რომ არჩევნებმა არ დაკარგოს აზრი.
დიახ, ჩვენ დიპლომატებს ვუთხარით, რომ თუ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ყველას იგნორირება – ოპოზიციის, დიპლომატების… მაშინ საქართველო აზრს დაკარგავს. ქვეყანაში, სადაც 2/3 სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მაშინ 5 მილიარდის მფლობელი ყოველთვის გააყალბებს არჩევნებს და თუ არ იქნება ნორმალური სისტემა, არჩევნები აზრს დაკარგავს. დიპლომატები ეთანხმებიან იმას, რომ დიალოგი აუცილებელია. ევროკავშირისა და აშშ-ის სელჩოებმა გამოხატეს პოზიცია და ევროკავშირის პოზიცია გამოხატავდა აქ მყოფი ყველა ელჩის პოზიციას, რომ ეს არის აბსოლუტურად არანორმალური ვითარება, რამაც შექმნა დიდი უნდობლობა ბიძინა ივანიშვილსა და ოპოზიცია-საზოგადოებას შორის. ახლა შეთანხმდება ტექსტი ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის და ეს იქნება მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი არჩევნების ბედთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Comments
Loading...