- Advertisement -

ბურჯანაძე: ივანიშვილს აშშ-დან კატეგორიულად სთხოვენ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს

322

ამის შესახებ "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრა ნიუსთან" განაცხადა.

"მე შემთხვევით არ მიმაჩნია ის რომ დაიწყო ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილის კანდიდატობასთან დაკავშირებით, რადგან ამან ძალიან ნათლად აჩვენა, მმართველი გუნდი ცოტა მაინც მოვიდა აზრზე და მიხვდა, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს და შეიძლება ძალიან გაუჭირდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მითუფრო თუ ოპოზიცია მოახერხებს იმას, რომ ერთიანი კანდიდატი დაასახელოს. მეორეს მხრივ, არის მოარული ხმები, არცთუ უსაფუძვლო, იმასთან დაკავშირებით რომ ბიძინა ივანიშვილს აშშ-ის გარკვეული სტრუქტურები სთხოვენ კატეგორიულად მან დააყენოს კანდიდატურა, იქიდან გამომდინარე, რომ არაფორმალური მმართველობა რომელიც ყველასთვის ნათელია და თვალში საცემია, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოზე, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოზე საუბრობს", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

Comments
Loading...