- Advertisement -

ბურჯანაძე: უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი შექმნეს, რაც ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებით დამთავრდება

8

“თანამედროვე სახელმწიფოების პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა ის, რომ ხელისუფლების პირველმა პირმა, ფორმალურად თუ არაფორმალურად, ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება პოლიტიკური კრუზისის მოგვარებისთვის, დაპირება საქართველოს მოსახლეობისადმი, საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართული და დღეს ყველა მოგვატყუა.
ბიძინა ივანიშვილმა და “ქართული ოცნების” იმ დეპუტატებმა, რომლებმაც დღეს ეს კანონპროექტი ჩააგდეს, უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხი მოატყუეს. საქართველოს მოსახლეობა, ყველა პოლიტიკური პარტია გამონაკლისის გარეშე, საკუთარი გუნდის წევრებიც კი, მოატყუეს საერთაშორისო თანამეგობრობა და შექმნეს უმძიმესი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი.
ეს რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებით დამთავრდება, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ ეს გამოიწვევს ქვეყანაში სერიოზულ არასტაბილურობას. ღმერთია მოწამე, ჩვენ ეს არ გვინდოდა”,-განაცხადა  ბურჯანაძემ.
The post ბურჯანაძე: უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი შექმნეს, რაც ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებით დამთავრდება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...