- Advertisement -

გაბაშვილი: ეს არის საქმე “რუსთავი 2” და საქართველო დანგრეული სასამართლო სისტემის წინააღმდეგ

680

 

"თუ ვინმეს პოლიტიკური სათაურის დარქმევა უნდა ამ საქმისთვის მაშინ ასეთი სათაურით იყოს: "რუსთავი 2" და საქართველო საქართველოს დანგრეული, სასამართლო სისტემის და დანგრეული საკონსტიუტიცო სასამართლოს წინააღმდეგ", – ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი გაბაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განცხადა. 

"არ შემიძლია უკომენტაროდ გავატარო პარლამენტის თავმჯდოამრის სრული დემაგოგია. გამწარებული ცრიდა კბილებიდან ეს სიმწარე ჩანდა, რომ ეს არის საქმე "რუსთავი 2" საქართველოს წინააღმდეგ, ეს დემაგოგიაა. 

სინამდვილეში დიდი რამე მოხდა. მემგონი უმრავლეობის წარმომადგენლებსაც უნდა მივულოცოთ. იმიტომ რომ ისინიც დიდ შარს გადარჩნენ.

გადარჩა სიტყვის თავისუფლება. იმ გაშმაგებით ბრძოლას რასაც 3 წელია ვუყურებთ, ამას შეეწირა სასამართლოების პრესტიჟი. საკონსტიტუციო სასამართლო ღამის სხდომებით მიღებული კანონები და ა.შ,“-განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

Comments
Loading...