- Advertisement -

გაბაშვილი: 21 ოქტომბრის მერე ეს საკრებულო ივანიშვილის ინტერესებს ვეღარ გაატარებს

330

თვითმმართველობის არჩევენებში "ევროპული საქართველოს" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გოკა გაბაშვილი დღეს, თბილისის საკრებულოში მომხდარი ინციდენტს აფასებს და აცხადებს:

"აბსოლუტური უკანონობაა. დარბაზში გაუგებარი ხალხი შეიყვანეს, როდესაც მე უარს მეუბნებოდნენ შეშვებაზე, იქ მოხდა რაღაც ჯგუფების მობილიზება მოყვანილია სუს-ის უამრავი თანამშრომელი, უამრავი ე.წ. ზონდერი. ძალის გამოყენებით დარბაზიდან გამოიყვანეს საქართველოს პარლამენტის დასაკრებულოს წევრები ეს უკანონობაა. მინდა აღვნიშნო, მთელი ეს საკრებულო 21 ოქტომბრამდე ემსახურება ივანიშვილის ინტერესებს, მაგრამ აღარ იქნება ეს 21 ოქტომბრის მერე", – ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა "რუსთავი 2"-თან განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ. მეტრზე თაბორის მთაზე მიწის გადაცემის საკითხზე უნდა იმსჯელოს.

Comments
Loading...