- Advertisement -

გაბუნია ოპოზიციაზე: აქ ტომარა მივიტანეთ, იქ ქვა დავყარეთ, გავლანძღეთ ბიძინა და ბოლოს დავიშალეთ!

30

“ახლა, მე მაინტერსებს, რას აკეთებდა მთელი იმ ხნის განმავლობაში ოპოზიცია, როცა ბიძინა კონკრეტულ გათვლებს აკთებდა და როგორ მოემზადნენ ამ მომენტისთვის?! რა გეგმა შეიმუშავეს ოპოზიციონერებმა? სამწუხაროდ, მე მათ თქვენთან ერთად ვუსმენ და ვხვდები, რომ ახლაც კი არ იციან, რა უნდა ქნან. მოვლენები ქუჩაში სპონტანურად ვითარდება, მივვარდით იქ, გამოვვარდით აქ, ჩავკეტეთ ის, ჩავკეტეთ ეს, იქ ტომარა მივიტანეთ, აქ ქვა დავყარეთ, გავლანძღეთ ბიძინა და ბოლოს დავიშალეთ.
მე რასაც ვხედავ, კონკრეტული სამოქმედო გეგმა ოპოზიციას არ აქვს, არადა მათ სწორედ იმდენი დრო ჰქონდათ, რამდენიც ბიძინას, მაგრამ ბიძინამ ეს დრო სათავისო გამოიყენა, ოპოზიციამ კი გაფლანგა.” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ბიძინა 2030 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენის დაპირებასაც შეგვისრულებს,” – გიორგი გაბუნიას ეპილოგი
“თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, ბიძინა 2030 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენის დაპირებასაც შეგვისრულებს,” – გიორგი გაბუნიას ეპილოგი
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on კვირა, 17 ნოემბერი, 2019

Comments
Loading...