- Advertisement -

გაბუნია პრეზიდენტს: გადახედეთ თვითმმართველობის ევროპულ პრაქტიკას

226

საქართველოს პარლამეტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პრეზიდენტს სესიაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოში თვითმმართველობა ძლიერდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე.

"პრეზიდენტის განცხადება იმაზე, რომ თვითმმართველობა დასუსტდა იმიტომ, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა, უაღრესად რბილად რომ ვთქვათ, არასწორია.

ვთავაზობ პრეზიდენტს, გადახედოს ევროპულ პრაქტიკას, მაგალითად ფინეთის მაგალითს, სადაც 2010 წლიდან 2017 წლის ჩათვლით 133 მუნიციპალიტეტით შემცირდა მათი საერთო რაოდენობა, თუმცა ფინეთს სუსტი თვითმმართველობა აქვსო, ვერავინ იტყვის.

ჩვენ გავაძლიერეთ კონსტიტუციური გარანტიები თვითმმართველობისთვის, ვიწყებთ დეცენტრალიზაციის რეფორმას, ვაფუძნებთ ინსტიტუციურ ფორმატს სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგისთვის, ეფექტურად მუშაობს მთის კანონი და სხვა მექანიზმები", – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა საფუძვლიანად უნდა შეხედოს საკითხს და ის აღმოაჩენს, რომ არასდროს ამდენი ღონისძიება არ მიმართულა თვითმმართველობის გაძლიერებისთვის.

Comments
Loading...