- Advertisement -

“გავერთიანდეთ თბილისის გადასარჩენად” – რუსთაველზე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს

370

"ნაციონალური მოძრაობა" ამ წუთებში რუსთაველის გამზირიდან აქციას იწყებს და პუშკინის სკვერისკენ მიემართებიან, თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც მივიდნენ.

"პოლიტიკური ფაროსანა", "შენ შრომობ ისინი იპარავენ", "გავერთიანდეთ თბილისის გადასარჩენად" -აღნიშნული ტრანსფარანტებით არიან მოსული აქციის მონაწილეები.

პუშკინის სკვერის დასაცავად სხვადასხვა რეგიონებიდანაც არიან ჩამოსულები.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გასხვისდა.

Comments
Loading...