- Advertisement -

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შესაძლოა, გაიყოს

7

“სამინისტროს გაყოფის თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები, არის რამდენიმე ვერსია, რომელიც იქნა ნახსენები, რომელიც შეეხება როგორც გაყოფას, შესაძლოა დატოვებას. ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს.
პროცესი, სავარაუდოდ, შეიძლება განხორციელდეს შემდეგი წლიდან, საკმაო დროა, რომ წლის ბოლომდე სწორი ხედვა ჩამოყალიბდეს, კონკრეტულად როგორ მოხდება, თუ მოხდა საერთოდ, ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ დროა იმისთვის, რომ გრძელვადიანად ჩამოყალიბდეს ისე, რომელიც საქმეს წაადგება”,- განაცხადა ბატიაშვილმა.
ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მან თანამდებობა პირადი განცხადების საუძველზე დატოვა.
“ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის, მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს.
რა თქმა უნდა, ჩვენ აქ პირველ რიგში, ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომლებიც გვქონდა ბოლო წლებში, როგორც სპორტში, ისე კულტურის მიმართულებით”, -განაცხადა გიორგი გახარიამ.
The post განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შესაძლოა, გაიყოს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...