- Advertisement -

განმუხურში ხმაურიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

416

 

ამ წუთებში განმუხურში ხმაურიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები თხილისა და სიმინდის მოსავლის განადგურებას აპროტესტებენ და ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას ითხოვენ.

"ჩვენ სხვა არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, სოფლის მეურნეობაზე ვართ დამოკიდებულები. ფაროსანამ და სხვა დაავადებებმა თხილის მოსავალი გაანადგურა, ახლა სიმინდსაც იგივე ელის და ფაქტობრივად, მშივრები ვრჩებით. კატეგორიულად ვითხოვთ კომისიის შემნას, რომელიც ზარალს დაითვლის და სახელმწიფოს გადაგვიხადოს. ამ ყველაფრის მიზეზი შეწამვლითი სამუშაოების დაგვიანებაა", – აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეებთან ზუგდიდის გამგებლის მოადგილე, მამუკა წოწერია იმყოფება.

Comments
Loading...