- Advertisement -

გარდაბანში, მემორიალს სტალინის ციტატით, რეაბილიტაცია ჩაუტარეს

436

 

ქალაქ გარდაბანში, სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში დაღუპულების პატივსაცემად გაკეთებულ მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სადაც სტალინის სიტყვებია. წარწერა: "1941-1945. "სამარადისო დიდება გმირებს, რომლებიც დაეცნენ ჩვენი სამშობლოს დიდებისა და გამარჯვებისთვის ბრძოლებში. ი. ბ სტალინი". 

აღნიშნულთან დაკავშირებით "აიპრესი" გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რადგან წვიმის შედეგად, ომში დაღუპულთა გვარ-სახელები ირეცხებოდა.

"მონუმენტი მანამდე იდგა, მას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ქვები და გარშემო რაც იყო, გაფუჩებული იყო და ეს შეიცვალა, ხოლო და სიტყვები იგივე დარჩა. მონუმენტის უკან იყო ომში დაღუპულთა გვარ-სახელები, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა რეაბილიტაცია, იმიტომ, რომ ქაღალდით იყო გაკრული და წლების განმავლობაში ირეცხებოდა, წვიმა რეცხავდა.

Comments
Loading...