სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიასა და გარემოვაჭრეებს შორის მოლაპარაკება შედგა. ამის შესახებ "აიპრესს" შეხვედრის დასრულების შემდეგ მოვაჭრეებმა განუცხადეს.
"ჩვენ დაველაპარაკეთ ლევან შონიას ავუხსენით ჩვენი სიტუაცია, გაჭირვება, რომ ჩვენს უკან დგას ჩვენი ოჯახები, ოჯახების უკან კი ბანკის ვალები. გუბერნატორმა გაითვალისწინა ჩვენი უმძიმესი მდგომარეობა და მოგვცა უფლება გარევაჭრობის. 27 აგვისტომდე მუშაობას გავაგრძელებთ, 5 დღის განმავლობაში წყალმომარაგების სამსაუხრი თავის მოვალეობას შეასრულებს და 3 სექტემბრიდან ისევ შევუდგებით მუშაობას",- აღნიშნეს მოაჭრეებმა.