- Advertisement -

გარემოვაჭრე: საქმიანობის შეწყვეტის შესახებ აქამდე არავის გავუფრთხილებივართ

620

მარჯანიშვილის მოედანზე გარემოვაჭრეების საპროტესტი აქცია მიმდინარეობს. როგორც ისინი აცხადებენ, აქამდე ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება მათთვის აქამდე არავის მიუცია. გარემოვაჭრეების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ალერნატიული ფართის შემოთავაზებაზე თანახმანი არიან, ნაწილი კი შემოთავაზებას არ თანხმდება. 

"თანახმა ვარ შემომთავაზონ ალეტარნაიული ფართი, რომლის საფასურის გადახდასაც შევძლებ, იქნება ეს 5 ლარი თუ სხვა თანხა 10 ლარის ფარგლებში, თუმცა ჯერ არავინ მოსულა რაიმე შემოთავაზებით",-განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ. 

" მე აქ ბეტონზე ვზივარ და აქ ვერ ვახერხებ ნორმალურად ვაჭრობას, რომც შემომთავაზონ ალეტრანატიული ფართი, რომელიც ფასიანი იქნება, გადახდას ვერ შევძლებ. შემომთავაზონ ისეთი ადგილი, სადაც თანხა არ იქნება გადასახდელი.

ბავშთა სამყაროს მოვაჭრეებს ვერ მისცეს აქამდე ადგილი სადაც ვაჭრობას შეძლებენ და ჩვენ რას მოგვცემენ. თუმცა ამ დრომდე არც რაიმე შემოთავაზება ყოფილა მათგან",-განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ. 

გარემოვაჭრეები აქციას მარჯანიშვილის მოედანზე ხვალაც გამართავენ. ისინი შეკრებას დილის 9 საათიდან გეგმავენ. 

თბილსის მერიაში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის უფლება აღარ მიეცემათ და შესაბამისი ზომების მიღება დაიწყება. დღეს გარემოვაჭრეები მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. 

Comments
Loading...