- Advertisement -

გარემოს ეროვნული სააგენტო: წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა

545

2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ძუძუმწოვრების გამორიყვა შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

"მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153", – აცხადებენ სააგენტოში. 

Comments
Loading...