- Advertisement -

გახარია: ანაკლია წარმოგვიდგენია, როგორც საქართველოს და აშშ-ს პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი

50

“ჯერ ეს ერთი, მოდი შევთანხმდეთ ასე, ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. შესაბამისად, რაც უფრო მეტი, პირველ რიგში ამერიკული კომპანია დაადასტურებს ან განაახლებს მის თანხმობას ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით.
რჩება თუ არა კონტი ჯგუფი, ეს მათი გადასაწყვეტია. მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, მე გეუბნებით ოფიციალურად, რომ ჩვენ წარმოგვიდგენია ანაკლია, როგორც საქართველოს და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი და რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა ძლიერ, მსხვილ ამერიკულ კომპანიას, რომელიც ინტერესს გამოხატავს ამ პროექტში მონაწილეობაზე,”- განაცხადა გახარიამ.
The post გახარია: ანაკლია წარმოგვიდგენია, როგორც საქართველოს და აშშ-ს პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...