- Advertisement -

გახარია: არცერთ ჩვენს მიღწევას არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული

313

"არცერთ ჩვენს მიღწევას კრიმინალთან ბრძოლაში არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ იქნა შენარჩუნებული",- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"დეპარტამენტის შექმნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, რაც არ უნდა გავაკეთოთ კრიმინალთან ბრძოლაში და შსს-ს რეფორმირებაში, ამას ყველაფერს ფასი არ ექნება, ეს არ გამოჩნდება უბრალოდ. ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება შეგვექმნა ეს დეპარტამენტი. დეპარტამენტს აქვს კონკრეტული მიზნები და ამოცანები. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალტა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნების მიერ ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული. რა თქმა უნდა, აქ არის პირადული-კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძებო ორგანოებთან თანამშრომლობა და აქ განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს სამარტალდამცველების კომპეტენცია და გამოძიების ხარისხი. ამ პრობლემების გადასაწყვეტად იქმენება ეს დეპარტამენტი. არცერთ ჩვენს მიღწევას კრიმინალთან ბრძოლაში არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ იქნა შენარჩუნებული",- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შსს-ს რეფორმირების"სტრუქტურულ ნაწილში ცვლილება შეეხება კრიმინალურ პოლიციას, ასევე სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმირება.

"უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის შინაარსობრივი ნაწილია რეფორმების, რომელიც ეხება საგამოძიებო ინსტრუმენტებს ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში, პრევენციას და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას. ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა დაწყებულია",- განაცხადა გახარიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.

Comments
Loading...