“გახარია გადადექი” – საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად ბათუმში აქცია მიმდინარეობს

6

“გახარია გადადექი” – ტრანსფარანტებით ბათუმში, სასტუმრო შერატონთან აქცია მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნულ სასტუმროში რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა”, რომელსაც ევროპარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების უმაღლესი პურები არიან წარმოდგენლილი.

აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია”-ს წევრები არიან. შეკრებილების განმარტებით, ამ ფორმით ცდილობენ, რომ ევროკავშირის წევრებს მიაწვდინონ მათი მოთხოვნა, შინაგან საქმეთა მინისტმრმა გიორგი გახარიამ დატოვოს თანამდებობა.

“აქ იმყოფებიან ევროპიდან ძალიან მნიშვნელოვანი პირები. ამ ფორმით გვინდა, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას უფრო ახლოს, რათა გიორგი გახარია გადადგეს. ჩვენ ჩამოვედით ბათუმში ევროკავშირისა და ამერიკის დროშებით. ვგმობთ ოკუპაციას და რუსეთის ქმედებებს. უნდა გადადგეს გახარია”,- განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა

Comments
Loading...