- Advertisement -

გახარია: გუშინდელი ფაქტის შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კონტაქტი დროის ფუჭი ხარჯვაა

334

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ზოგიერთ ჯგუფს ჰგონია – მის არსებობას მნიშვნელობა აქვს. რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ მათი ქმედებები აბსოლუტურად ცარიელია და მხოლოდ პროვოკაციებსა და უაზრო ჭორებზეა დაყრდნობილი. საჭიროდ არ ვთვლი, ამაზე რაიმე რეაქცია მქონდეს. ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები. ამიტომ ვთვლი, რომ დღეიდან ამ ძალასთან არ უნდა გვქონდეს კონტაქტი , ეს დროის ფუჭი ხარჯვაა “. – განაცხადა გახარიამ.

Comments
Loading...