- Advertisement -

გახარია: თურქეთის პრეზიდენტი დაგვთანხმდა გაზაფხულზე ეწვიოს საქართველოს

11

„თურქეთში ვიზიტისას ჩვენ დავგეგმეთ და განვიხილეთ ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება, გახლავთ ეკონომიკური კომისია, რომელშიც ნოემბრის ბოლოს მიიღებს მონაწილეობას ჩვენი მთავრობა და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – სტრატეგიული საბჭო, რომლის მოქმედებაც გარკვეული პაუზის შემდეგ აღდგება.
ასევე მინდა გითხრათ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ჩემი მოწვევის შემდეგ დაგვთანხმდა ამ გაზაფხულზე ეწვიოს საქართველოს“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, პრემიერი გიორგი გახარია 31 ოქტომბერს, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
The post გახარია: თურქეთის პრეზიდენტი დაგვთანხმდა გაზაფხულზე ეწვიოს საქართველოს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...