- Advertisement -

გედევან ფოფხაძე: არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ახლა ვინ იქნება სუს-ის ხელმძღვანელი

7

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ახლა ვინ იქნება უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. უფრო მეტიც, მე მეშინია, რომ ფიზიკურად ვერ იქნება ნეიტრალური ადამიანი, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა უსაფრთხოების სამსახურთან მიმართებაში.

მას აქვს ერთადერთი პოლიტიკური ფუნქცია, ეს არის საარჩევნო შტაბის დანამატის ფუნქცია “ქართული ოცნებისთვის”. მე მეტსაც გეტყვით, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი არის უსაფრთხოების სამსახურის დანამატი,”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი 85 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნის კენჭისყრაში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღეს.

Comments
Loading...