- Advertisement -

გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინეს

413

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აუდიტის სამსახურის უფროსის კანდიდატურად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა. ამის შესახებ კობახიძემ, დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, 20 სექტემბრისთვის, პარლამენტი შეძლებს, რომ მექვაბიშვილის კანდიდატურა დაამტკიცოს.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი ირჩევს.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსს ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა 25 ივლისს ამოეწურა.

Comments
Loading...