- Advertisement -

გერმანიის ელჩი საქართველოში: ადგილი აქვს ვიზალიბერალიზაციის ბოროტად გამოყენებას

407

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე რენატე პაიჩი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ქართველების მიერ ვიზალიბერალიზაციის ბოროტად გამოყენებას, რაც ქართველების მხრიდან უცხოეთში თავშესაფრის მოთხოვნათა და კრიმინალური საქმიანობის ზრდაში გამოიხატება.

„ვხედავთ, გასული წლის შემოდგომიდან, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის ზრდას. ეს მატება, ასევე, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, კრიმინალური საქმიანობის ზრდასაც უკავშირდება. ჩვენ ამას, რასაკვირველია, უმოქმედოთ არ შევხვდებით და ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩვენი მთავრობის პოზიციაა, რომ ჯერ არ ამოწურულა ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ამ ზრდის ტენდენციას დავუპირისპიროთ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილი აქვს ვიზალიბერალიზაციის ბოროტად გამოყენებას ევროკავშირში, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ წამოიწყო კამპანია და მიმართა თავის მოქალაქეებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ვიზალიბერალიაციის საკითხს“, – ამბობს გერმანიის ელჩი "კურიერთან".

ცნობისთვის, დეკემბრის მონაცემებით, იმ ადამიანთ რიცხვი, რომლებიც ევროპაში დარჩენისთვის თავშესაფარს პირველ ჯერზე ან განმეორებით ითხოვს, 1570-ია, ხოლო 5567 განაცხადი ისევ განხილვის პროცესშია.

Comments
Loading...