ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა.
"ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გაგრძელების შესახებ ერთხმად და უვადოდ იქნა დაკმაყოფლებული",-განაცხადა ნიკა გვარამიამ.