- Advertisement -

გვარამია ივანიშვილზე: ის ცუდი, ამორალური ადამიანია, რომლის მთავარი ინტერესი სხვისი პირადი ცხოვრებაა

101

გადაცემა "კვირის აქცენტების" წამყვანმა და ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ შეაფასა და აღნიშნა, რომ ექსპრემიერი "ცუდი, ამორალური ადამიანია, რომელიც სხვისი პირადი ცხოვრებით ინტერესდება".
"მორალური თვალსაზრისითაც არ არის კარგი კაცი, ზოგადად, კარგი კაცი არ არის. ცუდი ადამიანია, მოდი ასე ვთქვათ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ის ადამიანი არის ცუდი, ამორალური, სხვისი პირადი ცხოვრება მისი მთავარი ინტერესია, ამაზე უყვარს ჭორაობა შიდა წრეში, მერე ვერ ზომავს და გამოაქვს გარეთ.

მას სძულს ყველა, ვინც პოზიტიური ეფექტია ქვეყანაში და აქვს არა მხოლოდ პოზიტიური ეფექტი, არამედ მინიმალური გავლენაც. ყველა სძულს ასეთი ადამიანი და თვითონ იმასაც ვერ ხვდება, რომ ეს ერთადერთი ფაქტორით არის გამოწვეული ფულით იმიტომ, რომ ყოველი მისი მომხრეც კი მასზე ჭკვინად მიიჩნევს თავს",-განაცხადა გვარამიამ.

Comments
Loading...