- Advertisement -

გვარამია: ივანიშვილს ჰგონია, რომ რუსული მეთოდებით მართვა საქართველოში ამართლებს

109

"ბიძინა ივანიშვილი არის რუსი. ამ კაცს ჰგონია, რომ რუსული მეთოდებით მართვა საქართველოში ამართლებს.“ამის შესახებ ტელეკომპანია“რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "კვირის აქცენტებში" განაცხადა.

"ივანიშვილი რუსია ყველა თვალსაზრისით, მენტალური თვალსაზრისითაც კი აბსოლუტურად რუსია, პოლიტიკაც მას რუსულად ესმის. სხვა ტიპის პოლიტიკა მას არ ესმის. საგარეო ურთიერთობებზე რაც ილაპარაკა ამას სპეციალურად მოვუსმენთ და "ბოდილენგვიჯს“(სხეულის ენას) დავაკვიდებით, რუსეთზე საუბარი როცა წავიდა რას დაემსგავსა.

ეს კაცი არის რუსი. ამ კაცს ჰგონია, რომ რუსული მეთოდებით მართვა საქართველოში ამართლებს. ნუ ყოველშემთხვევაში აქამდე ეგონა. ახლა ხედავს, რომ საშიშია მისი მდგომარეობა იმიტომ, რომ წამსვლელი მაინცდამაინც არსად არ არის . საკუთარ თავსაც არწმუნებს და ცდილობს , გამოასხივოს დამაჯერებლობა თუ იტყვის, რომ (ჰგონია რომ ასხისვებს დამაჯერებლობას ) 2030 წლამდეა საქართველოში და ჰგონია, რომ ამ მოცემულობას გვაგუებს"-განაცახადა ნიკა გვარამიამ

Comments
Loading...