- Advertisement -

გია ვოლსკი: ადამიანები, რომლებსაც მეუფე იაკობი ასახელებს, მის მონაყოლს არ ადასტურებენ

65

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე იაკობმა საკმაოდ გაუგებარი და ორაზროვანი განცხადებები გააკეთა.
“მძიმე ბრალდებები მედიაში, საზოგადოებასა და პოლიტიკურ ასპარეზზე ყოველდღიურ ნორმად იქცა და გამოდის, რომ გენერალურმა პროკურატურამ გარკვეული საქმე ყოველდღიურად უნდა აღძრას. ადამიანები, რომლებსაც მეუფე იაკობი ასახელებს, მის მონაყოლს არ ადასტურებენ. თავად მეუფე იაკობმაც ორჭოფული განცხადება გააკეთა, რომ საუბარი ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მეუფე შიო უნდოდა და აქედან გამომდინარე, ჩანაცვლების საკითხს არ ეხებოდა. საკმაოდ გაუგებარი და ორაზროვანი განცხადებები გააკეთა. მორალურად არ განვიკითხავ, მაგრამ სამართლებრივ საკითხში პროკურატურას რჩევას ვერ მივცემ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, მსგავსი რადიკალური განცხადებებით მედია, პოლიტიკური სივრცე და საზოგადოება ზიანდება.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. დღეს კი, მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გათავისუფლდა. იგი ასევე გათავისუფლდა საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან.
The post გია ვოლსკი: ადამიანები, რომლებსაც მეუფე იაკობი ასახელებს, მის მონაყოლს არ ადასტურებენ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...