- Advertisement -

გია ვოლსკი: ასეთ დროს შენიშვნები​ ოპოზიციის მხრიდან არაეთიკურია

562

"სამწუხაროა, რომ ოპოზიციას გარკვეული შენიშვნები აქვს ისეთ დროს რომელსაც ქვია ხშირ შემთხვევაში არაეთიკური და ხშირ შემთხვევაში არაპროფესიონალური. საჭიროებიდან გამომდინარე მოქმედებს სახელმწიფო,"-განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტში ჟურნალისტებთან. ვოლსკი მიიჩნევს, რომ გაწვრთნილი სამხედრო ძალა მნიშვნელოვანი და აუცილებელი სტიქიასთან ბრძოლის პროცესში. მისი განმარტებით ყველა ხანძრის მიზეზს შესაბამისი ორგანოები იძიებენ და შედეგებიც გახდება ცნობილი.

"აქ არ არის მარტო ცოცხალ ძალაზე საუბარი. არის ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ამ წუთებშიც, სამხედროებსაც ჰყავთ ტექნიკა, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ გზა კაფები გააკეთოს, ცეცხლის აალების თუ შესაძლო აალების ან ცეცხლის წერტილებში მივიდეს სადაც ინტენსიური მუშაობაა საჭირო.

აქედან გამომდინარე სამხედრო ოპერაციას ეს რასაკვირველია არ ნიშნავს. მაგრამ ცოცხალი ძალა მომზადებული და გაწვრთნილი ამ პერიოდში კარგია.

ჩვენ საჭიროებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ საკანონმდებლო აქტი. რამდენად შესაბამისობაშია ეს რამდენად ერთმანეთთან თავსებადი უკვე გამოყენებული საჯარისო ნაწილი, ამ საკითხთან რასაც დღეს ვიხილავთ. ამას ხვალ გადავხედოთ და განვიხილოთ.

მსოფლიო პრაქტიკაა რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება ამასთან დაკავშირებით. თქვენ Iცით, რომ მსოფლიოს სამწუხარო გამოცდილება და მძიმე სტატისტიკა გააჩნია, ისევე როგორც გააჩნია საქართველოს ამ თემასთან დაკავშირებით . ძალიან მძიმე სტატისტიკა. პროფესიონალები მუშაობენ და გაარკვევენ ყველაფერს. გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.

Comments
Loading...