- Advertisement -

გია ვოლსკი: ვენეცის კომისიის არც ერთი შენიშვნა სამართლის ნორმას არ უკავშირდება

360

"მგონი, რომ ჩვენ უკვე ძალიან აშკარა განცხადებების და სწორი დასკვნების კეთების სტადიაში უნდა გადავიდეთ. ყველა მცდელობა იმის, რომ კონსესუსი შემდგარიყო, იმის გამო დაირღვა, რომ პარტიათა გარკვეული ჯგუფს ვერ წარმოუდგენია,რომ ვერ შეინარჩუნოს თავისი პოზიცია პოლიტიკურ ასპარეზზე," – განაცხადა, პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით ოპონენტებთან კონსესუსის მიღწევა მათივე პოლიტიკური ამბციების გამო არ მოხდა, რადგან ისინი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, პოლიტიკურ ინტერესებს აყენებენ.

"ურჩევნიათ, ხელისუფლება ისეთი გზით აიღონ, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, კოალიციური მთავრობა შექმნას.მათ ამაში წინააღმდეგობას "ქართული ოცნება" უწევთ. ბალანსის დარღვევაზეა მთელი სტრატეგიული გეგმა აწყობილი ჩვენი ოპონენტების. საზოგადოებას მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ, შექმნილი სიტუაცია.

რაც შეეხება ვენეციის კომისიას, არცერთი შენიშვნა საკონსტიტუციო სამართლის ნორმას არ უკავშირდება.რასაკვირველია მათ ისევე როგორც ჩვენ გვირჩევნია ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიღებულ იქნეს კონსესუსით მაგრამ ამის შეუძლებლობა განაპირობა სწორედაც ოპოზციის, ჩვენი ოპონენტების დაუოკებელმა სურვილმა გინდა თუ არა როგორმე შეინარჩუნონ პოზიციები პოლიტიკურ ველზე და იქნებ როგორმე ხელისუფლება ჩაიგდონ ისე, რომ უმრავლესობა არ ჰქონდეთ მოპოვებული. აი აქ მიდის ჭიდილი რა საკვირველია დეტალები უფრო მეტ კომენტარს და განმარტებას საჭიროებენ, მაგრამ მთლიანობაში ჩვენი შეფასება ასეთია,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.

Comments
Loading...