- Advertisement -

გია ვოლსკი: თბილისს ევროპული სტანდარტის შესაბამისი სატრანსპორტო პოლიტიკა სჭირდება

305

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, თბილისს, როგორც ტურისტების მიერ აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს, ევროპული სტანდარტის შესაბამისი სატრანსპორტო პოლიტიკა სჭირდება.

"ქალაქს, რომელსაც არაერთი საერთაშორისო კომპეტენტური გამოცემა რეკომენდაციას უწევს, როგორც ტურისტების მიერ აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს, შესაბამისი ევროპული სტანდარტის სატრანსპორტო პოლიტიკა სჭირდება. ამ მხრივ ბევრი პრობლემაა დასარეგულირებელი. საგულისხმოა, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი ჩვენი თანამოქალაქეების მოსაზრებებს ეფუძნება.

ვფიქრობ ამ სტრატეგიაში უმნიშვნელოვანესი ნაწილი გარემოს დაბინძურების დონის შემცირებაა. ჩვენი ბავშვები არ უნდა სუნთქავდნენ გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს. საგანგებო ყურადღებას მოითხოვს მომსახურეობის კულტურის დონეც, მათ შორის კერძო სატრანსპორტო საშუალებებში. ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების გამოჩენას, გამონათებასავით ეფექტი ჰქონდა და დარწმუნებული ვარ ეს ტენდენცია შეუქცევადი და მასშტაბური იქნება. არაერთი სხვა პრობლემაც აქვს ჩვენს ქალაქს", – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Comments
Loading...