- Advertisement -

გია ვოლსკი: მერობის კანდიდატს სავარაუდოდ შაბათს წარვადგენთ

393

"არის ასეთი პროგნოზი, რომ გამოვრიცხავ მეორე ტურს და არის ასეთი გამონათქვამიც, რომ არ არის სასურველი მეორე ტური ჩატარდეს. ორივე შეხედულებიდან, გამოვრიცხავ უფრო რეალურია შექმნილ ვითარებაში,"-ასეთ პროგნოზს აკეთებს თბილისის მერის არჩევნებზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. მისი განცხადებით კალაძის კონკურენტები პოლიტიკური ფიგურები არიან. თუმცა, არ აქვთ ისეთი თვისებები, რაც კალაძის დამარცხებაში დაეხმარებათ.

"გადაწყვეტილია როგორც გვქონდა თავიდანვე გაცხადებული სავარაუდოდ ეს იქნება შაბათს. სავარაუდოს იმიტომ ვამბობ, რომ პარტიის ლიდერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და პოლიტსაბჭოზე შემოიტანოს განსახილველად. რასაკვირველია კახი კალაძეზეა საუბარი.

მისი კონკურენტები პოლიტიკური ფიგურები არიან, მაგრამ მე არ ვფიქრობ რომ რაიმე მონაცემი ისეთ ჰქონდეთ, ან ერთს ან მეორეს ათმაგად და ასმაგად უფრო ძლიერი რომ არ ჰქონდეს ჩვენ კანდიდატს", – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე განიხილება თუ არა კალაძის შემცველად მისი მოადგილე ელოშვილი, გია ვოლსკიმ განაცხადა რომ ამაზე ჯერ მხოლოდ საუბარი მიმდინარეობს.

Comments
Loading...