- Advertisement -

გია ვოლსკი: ოპონენტებთან თანამშრომლობას ჭეშმარიტების დასადგენად აზრი არ აქვს

11

“ოპონენტებთან თანამშრომლობას ჭეშმარიტების დასადგენად აზრი არ აქვს – მათი მისწრაფებაა არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ პოლიტიკური დივიდენდების მიღება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს.”
როგორც გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიციასთან პარლამენტში თანამშრომლობის შესაძლებლობას ვერ ხედავს.
„რა საკითხზეც არ უნდა იყოს, ამ ძალასთან თანამშრომლობას პარლამენტში, მათ შორის, კომისიის საკითხებში, მე, პირადად, არ ვსაუბრობ უმრავლესობის სახელით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგები დამეთანხმებიან – აზრი არ აქვს. ერთი იყო აზრი, როდესაც ვიმუშავეთ კარგად და რეალურად, საგარეო კურსის თაობაზე გვქონდა შეთანხმება 2013 წელს და შემდეგ, 2016 წელს, თუმცა, მაინც იქით ჩიოდნენ, რომ დავიყოლიეთ და გავაკეთებინეთ, თორემ ესენი არ აპირებდნენო. მაშინაც კი, იყო ისეთი დესტრუქცია, რომ მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი, რომ ამათთან ერთად რაიმე მიგვეღო საგარეო კურსთან დაკავშირებით, თუმცა, დოკუმენტი ჩვენი იყო, ჩვენს დოკუმენტს დაეთანხმნენ და კიდევ იქით დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ არაგულწრფელები ვართ. აქედან გამომდინარეობს ის დამოკიდებულება, რომელიც მე და ჩემს ბევრ კოლეგას გაგვაჩნია ნებისმიერი სტრუქტურის, ნებისმიერი ერთობლივი საქმიანობის ფორმატის შექმნის თაობაზე“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
The post გია ვოლსკი: ოპონენტებთან თანამშრომლობას ჭეშმარიტების დასადგენად აზრი არ აქვს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...