- Advertisement -

გია ვოლსკი: პრეზიდენტმა პოლიტიკური პოზიციონირება გააკეთა

334

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.

"ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა არცერთ ეტაპზე არ გაითვალისწინა, რომ აქეთ მხარეს, რომელიც მხარს უჭერს ამ წარმოდგენილ პროექტს ყველა ასპექტში, პრაქტიკულად ერთი საკითხი დარჩა საკამათო, სრული იგნორირება გააკეთა, რომ ამ მხარეს არსებობს ხუთი ავტორიტეტული პარტია, რომელიც დაუპირისპირა პარტიათა სხვა ჯგუფს. პრეზიდენტმაც პოლიტიკური პოზიციონირება გააკეთა. ვფიქრობ, რომ ვენეციის დასკვნა იგნორირებულია და ჩვენი პოზიცია ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება, აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ ვეტოს დაძლევაზე. არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც შეიძლება კიდევ უფრო დაიხვეწოს ეს პროექტი. ეს მინუსად არ მიმაჩნია",- განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 26 სექტემბერს დაამტკიცა. გუშინ კი, პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო.

Comments
Loading...