- Advertisement -

გია ვოლსკი: რუსეთის მიმართ სანქციებზე მთავრობის გადაწყვეტილება მკაფიო იქნება

324

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეუერთდება თუ არა რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს, მკაფიო იქნება.

"ზუსტად ასეთი ფორმულირება არ არის. პირველი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია, თუკი მსოფლიოს, ევროკავშირის და აშშ-ის დამოკიდებულება ყალიბდება რუსეთის მიმართ მკაცრი, მნიშნელოვანწილად ეს არის განპირობებული საქართველოსადმი რუსეთის აგრესიის და ოკუპაციის გამო. რაც შეეხება სანქციების იმ ნაწილს, რომელთანაც საქართველოა მიერთებული, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩვენს ეკონომიკურ დამოკიდებულობას. რაც შეეხება იმ ფორმატს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გაგვაჩნია ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, არ ვფიქრობ, რომ რაიმე ახალი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით იქნება უფრო მკაფიო", – განაცხადა ვოლსკიმ

პეტრო პოროშენკომ ირაკლი კობახიძეს შესთავაზა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლების მექანიზმში გაერთიანდეს. პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მეთაური ხაზს უსვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი გაუმჯობესდა და ქართულ მხარეს შეუძლია, ამ პროცესს შეუერთდეს.

Comments
Loading...