- Advertisement -

გია ნოდია: ბუკიკიოსგან განსხვავებით, საკონსტიტუციო პროცესით იმედგაცრუებული არ ვარ

473

ვაცხადებ, რომ ჩვენი საყვარელი ბატონი ბუკიკიოსგან განსხვავებით, საკონსტიტუციო პროცესით იმედგაცრუებული არ ვარ. იმედი ვერ გამიცრუვდებოდა, იმიტომ არც მქონია",-ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს. 

"როცა სახელისუფლებო პარტიას აქვს უზარმაზარი უმრავლესობა და ქვეყნის შიგნით არავისი ეშინია, ის იმას გააკეთებს, რაც აწყობს. გასაგებია, რომ მას ამავე დროს უნდა ილუზიის შექმნა, თითქოს პროცესი „ინკლუზიურია“, ხალხს ვუსმენთ, დემოკრატია ყვავის და ა. შ. ეს ილუზია გაუქარწყლა ბატონმა ბუკიკიომ, მადლობა მას. მან, უბრალოდ გააშიშვლა ქოცნების ნამდვილი პოზიცია: „უფლება გვაქვს და რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთ. კონსენსუსი არა, კვახი. მადლობა გვითხარით რომ ზრდილობის გულისხთვის პატარა დეტალებს მაინც ვითვალისწინებთ და ამ ვენეციის კომისიას საერთოდ ვუსმენთ.“
ხოდა, არჩევნები უნდა მოიგო იმ სისტემით, რომელიც არსებობს. მესმის, რომ ძნელია. მაგრამ, თუ რამის ტრაკი გაქვს, უნდა ეცადო.

ამასთან დაკავშირებით, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გავიხსენო 2008 წლის მოდელის ოპოზიციის იდიოტიზმი. 2024 წლიდან რომ უნდა შევიდეს ძალაში, იმ მოდელზე უკეთესი გვექნებოდა უკვე იმ დროიდან, რამდენიმე ოპოზიციონერს რომ ეკადრა პარლამენტში შესვლა და ხელის აწევა.

ნაციონალურ მოძრაობასაც არ ეხალისებოდა მაშინ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება, მაგრამ მიდიოდა ამაზე (გარკვეული, თუმცა არც ძალიან ძლიერი ზეწოლის პირობებში) და ოპოზიციისგან ერთ რამეს ითხოვდა (სრულიად ლეგიტიმურად): შემოდით და პასუხისმგებლობა გაინაწილეთ თქვენსავე მოთხოვნის შესრულებაზე. არ ქნეს. ეპოქალური ანტი-სახელმწიფოებრივი იდიოტიზმი იყო მათი მხრიდან",-წერს გია ნოდია. 

Comments
Loading...