- Advertisement -

გია ჟორჟოლიანი: ბევრ ევროპარლამენტარზე კომპეტენტური ვარ მეც და ჩვენი პარლამენტის წევრებიც

770

"ევროპარლამენტარები არიან ისეთივე პარლამენტარები, როგორიც მე გახლავართ და ბევრ მათგანზე ბევრად კომპეტენტური მეც ვარ და ჩვენი პარლამენტის წევრები",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა გიორგი კვირიკაშვილის მისამართით ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა. 

"არ ვიცნობ ამ წერილს, მაგრამ მათ აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ თავისი აზრი, ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი. ეს არის დავა მესაკუთრეებს შორის, მიმდინარეობს მეორე დიდი საქმე – ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის იმ ევროპელ პარლამენტარებს მოვუწოდებ, რომ ამ საქმესაც მიაქციონ ყურადღება, როგორც პოლიტიკურ საქმეს,“

Comments
Loading...