- Advertisement -

გია ხუხაშვილი: “ქართული ოცნების” ერთადერთი აქტივი ბიძინა ივანიშვილის რესურსია

452

"გამოჩნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ და ტელეეკრანებზე, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ მისი ნიშნით მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი დღესაც",-ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა. 

"იმის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი ამაში მონაწილეობს თუ არა და რა დოზით მონაწილეობს, ეს არის პოლიტიკური ელიტა არსაიდან მოსული და არსაით მიმავალი, რომლებსაც ერთადერთი აქტივი აქვთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რესურსი. მათთვის არ არის მაინცდამაინც სასურველი, ამომრჩეველმა რომ დაიჯეროს, რასაც ისინი ამბობენ იმიტომ, რომ ამომრჩეველმა რომ დაიჯეროს, რომ ბიძინა ივანიშვილი დისტანცირებულია „ქართული ოცნებიდან“, ამ პარტიიდან, ერთი კვირის განმავლობაში ყველა მოკურცხლავს და პირველი იქნება პრემიერმინისტრი,მას შეიძლება სურს, მაგრამ ერთია სურვილი და მეორეა შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმის კომფორტი, რომ დისტანცირდეს პროცესებისგან“ – აცხადებს გია ხუხაშვილი

Comments
Loading...