- Advertisement -

გიგა ბოკერია თავად არის გათავხედებული, ხშირ შემთხვევაში, თავისი უკმეხი გამონათქვამებით

3

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, არსებობს ადამიანთა ერთი ჯგუფი, ვისაც სწორად არ მიაჩნია ისეთი ურთიერთობების პროპაგანდა, რომელიც გარკვეულ ტრადიციას უკავშირდება, რითაც საქართველო დღემდე მივიდა.
„მეორე ჯგუფია, ვისაც მიაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი თემა და მოვლენა და შეიძლება ფილმიც გადაიღო, თუნდაც, ტრადიციული ქართული ცეკვის გამოყენებით. ეს ორი აზრი არსებობს, ეს მოცემულობაა და რამდენადაც უკმეხი განცხადებები არ უნდა აკეთოს ბოკერიამ თუ სხვამ, ეს აზრი არსებობს და იატაკქვეშ ვერ დაიმალება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ყველა ჯგუფი და მათ შორის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, არის ჩვეულებრივი პროპუტინისტური ფაშისტი და საქართველოს თავისუფლების მტერი.
„ეს ხალხი ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გათავხედდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
The post გიგა ბოკერია თავად არის გათავხედებული, ხშირ შემთხვევაში, თავისი უკმეხი გამონათქვამებით appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...