- Advertisement -

გიგა ბოკერია: “ოცნებამ” პირობა დაარღვია და ხალხი გადააგდო

441

"ივანიშვილის გუნდმა ‘’ ქართულმა ოცნებამ’’ საკონსტიტუციო პროცესი შეიყვანა, პოლიტიკურ ჩიხში",-ამის შესახებ მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას კონსესნუსის მიღწევა სურს და ახალი წინადადება აქვს, არსებული საკონსტიტუციო პროექტი უკან უნდა გაიწვიოს. 

ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, ერთ მხარეს არის მმართველი პარტია, მეორე მხარეს არის მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება, მათ უარი თქვეს პლებისციტის ჩატარებაზე , ჩვენს წინადადებაზე ევროპული საქართველოსი , რაც ერთადერთი დემოკრატიული გზა, არის ასეთი უთანხმოების გადაწყვეტისა, ხალხისთვის კითხვა. მათ აქვთ , ძალიან საერთაშორისო პრობლემა , ეხლა ვიყავით სტრასბურგში , სადაც ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი , ყველა მეგობარი საქართველოსი , ღიად გვეუბნება,რომ მათ უნდა ეძიონ კონსენსუსი და ამის გარეშე ერთი პარტიის მხრიდან , კონსტიტუციის შეცვლა არ შეიძლება. შინაარსის მიუხედავადაც კი , ეს საზიანოა ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ეხლა ბურთი არის მათ მოედანზე, ისინი არაფორმალურად ჩვენს პარტნიორებს ეუბნებიან,რომ სურთ კონსენსუსი , თუმცა რელურად ნაბიჯებს არ დგავენ და მიიღეს კონსტიტუცია ცალმხრივად ერთი პარტიის მიერ, მათ დაარღვიეს თავის პირობა და გადააგდეს ხალხი . თუ კი ხელისუფლებას ახალი წინადადება აქვს, ეს პროექტი უნდა გამოიწვიონ და შემდეგ ჩვენ ოპოზიციური პარტიები ვიმსჯელებთ, სად შეიძლება იყოს კონსენსუსი.

Comments
Loading...