- Advertisement -

გიგი უგულავა: ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ თითოეულ თქვენგანს თავზე გადაახია კონსტიტუცია

564

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ცვლილება ქართველი გლეხის წინააღმდეგ პირდაპირ შეთქმულებას ითვალისწინებს. როგორც მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, კონსტიტუციის ახალი პროექტით ქართველოს თითოეულ მოქალაქეს პრეზიდენტის არჩევის უფლება წაართვეს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, "ქართული ოცნების" უმავლესობამ დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა პრაქტიკულად ახალი კონსტიტუცია. კონსტიტუცია, რომელიც არ ეფუძნება საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების კონსენსუსს. ეს არის ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" კონსტიტუცია.

შეგახსენებთ, რომ ამ კონსტიტუციით თქვენ, თითოეულ ქართველოს მოქალაქეს წაგართვეს პრეზიდენტის არჩევის უფლება.

შეგახსენებთ, რომ ამ კონსტიტუციით, თქვენ, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს წაგართვეს და გადაგივადეს სამართლიანი საარჩევნო წესით საკუთარი პარლამენტის არჩევის უფლება.

შევახსენებ საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს გლეხობას, რომ ეს კონსტიტუცია ითვალისწინებს პირდაპირ შეთქმულებას ქართველი გლეხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ თქვენ მიწათმფლობელო ქართველო გლეხებო შეგიმცირეს პოტენციურად თქვენი მიწის გაყიდვის შემთხვევაში პოტენციური მყიდველები, ამით გააფიაფეს თქვენი მიწა.

მიწა აღარ ჩაიდება ბანკში ფულადი რესურსით მოსაძიებლად და შესაბამისად, ამით გააუფასურეს და პოტენციურად, კოლექტიური თოფაძეები თუ ივანიშვილები, იაფად შეისყიდიან თქვენს მიწებს",-აცხადებს გიგი უგულავა. 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, არსებითად განსხვავდება იმ პროექტისგან, რაც საყოველთაო სახალხო განხილვებზე ჰქონდათ გატანილი.

"ეს კონსტიტუცია ითვალისწინებს პირდაპირ შეთქმულებას ქართველი გლეხის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თქვენ მიწათმფლობელო ქართველო გლეხებო, შეგიმცირეს პოტენციურად თქვენი მიწის გაყიდვის სურვილის შემთხვევაში პოტენციური მყიდველები, ამითი გააიაფეს თქვენი მიწა, მიწა აღარ ჩიდება ბანკში, დამატებითი ფულადი რესურსის მოსაძიებლად და შესაბამისად, ამითი გააუფასურეს და პოტენციურად კოლექტიური თოფაძეები თუ ივანიშვილები იაფად შეისყიდიან თქვენს მიწებს.

მე შეგახსენებთ, რომ ამ კონსტიტუციით ის, რაც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით დააკანონეს, რომ თითქოს და აქამდე არ ვიცოდით, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და ამ ცვლილებებით სტიგმატიზაცია მოახდინეს საზოგადოების გარკვეული ჯგუფების.

ეს კონსტიტუცია არ ემყარება საზოგადოებრივ კონსენსუსს, ეს კონსტიტუცია არ განუხილავს თუნდაც გამგეობების მოყვანილ ხალხთან საქართველოს დღევანდელ ხლიესუფლებას და უმრავლესობას, იმიტომ რომ ის რაც გამოიტანეს არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც თუნდაც განხილვის პროცესში იყო, ამიტომ ჩვენ გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, დღეს ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ თითოეულ თქვენგანს, ჩვენს მოსახლეობას თავზე გადაახია კონსტიტუცია, ამაზე პასუხი მხოლოდ შეიძლება იყოს ერთი, მშვიდად, მტკიცედ, მაგრამ გაბრაზებულებმა ყველამ ერთად, თითოეული მოქალაქე უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავსაჯოთ ქართული ოცნება",-განაცხადა გიგი უგულავამ. 

Comments
Loading...