"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის გლეხის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება, რადგან გლეხის ყველაზე დიდი ქონება მიწაა. უგულავას თქმით, პრემიერმინისტრმა გუშინდელი საგანგებო განცხადებით გლეხები საშიმშილოდ გაწირა.
"პრემიერის გამოსვლა იყო უკან მიდევნებული ლამპარი. ეს იყო იმის ექო, რომ მასზე მიდიოდა მორალური პრესინგი ყველა მხრიდან.
იმის გამო რომ ყველა ბანკი არის უცხოური, შესაბამისად მიწას ბანკში ვეღარ ჩადებ. დამატებით რესურსს ვერ მოიძიებ. როცა მიწის გაყიდვა მოუნდება, მასინ თუ 10 მყიდველი ყავდა ახლა ეყოლება ხუთი: თოფაძე, თოფაძე, თოფაძე, ივანიშვილი და ივანიშვილი. შესაბამისად მიწის ფასი გაუნახევრდება, მისი მთავარი ქონების. და იაფად ეს მატყუარა ვითომ პატრიოტები, შეფუთული აი ამ პატრიოტული რიტორიკით, გლეხის წინააღმდეგ მოაწყვეს შეთქმულება, მისი ქონება გააიაფეს რომ მერე ჩალის ფასად აი ამ მართლა ვიგინდარებმა ჩაიგდონ ხელში და ამაზეა საუბარი და რაც ყველაზე ამაზრზენია, შეფუთულია პატრიორული მოტივებით. რომელი პატრიოტულია, გლეხი საშიმშილოდ გაწირა კვირიკაშვილმა აი ამ განცხადებით და აი ამ პოპულიზმით", – განაცხადა გიგი გულავამ.