- Advertisement -

გიგი უგულავა: “ოცნებამ” მიიღო კანონი, რომლითაც უკონტროლოდ შეიხედავენ ნებისმიერ საძინებელში

602

"ივანიშვილის და სუს-ის დავალებით "ქართულმა ოცნებამ" მიიღო კანონი, რომელიც აბსოლუტურად უკონტროლოდ აძლევს საშუალებას შემოიხედოს ნებისმიერ საძინებელ ოთახში, ნებისმიერ სახლში, ხაკერულად შეამოწმოს და მოიპაროს ინფორმაცია ნებისმიერი კომპიუტერიდან",-ამის შესახებ მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგი უგულავა აცხადებს. 

მისივე თქმით, მოსმენები გამგეობების დონეზეც განხორციელდება. მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა ამას ხელი შეუშალონ. 

"რაც მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, ეს შესაძლებლობები ყოველწლიურად ათმაგდება. დღეს სუს-ს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ათას აბონენტს ერთბაშად მოუსმინოს. ამ კანონით დაემატა ის, რომ რეგიონული იქნება და მოსმენები გამგეობების დონეზეც დავა. პრაქტიკულად, მივიღეთ ორუელის ,,1984’’-ს, სადაც უფროსი ძმა ყველგან იხედება და ყველაფერს ამოწმებს. პარლამენტმა დღეს დაგვანახა, რომ ნოტარიალურ კანტორადაა გადაქცეული, ელემენტარულ წინადადებებს კი თუ დღეს არა, სამომავლოდ მაინც გამჭვირვალობას შეიტანდა ამ სისტემაში ესეთი ცვლილებებიც არ მიიღო.

დღეს გავაფორმეთ პოლიციური სუს-ის სახელმწიფო, რომელსაც არავითარი ბალანსი აღარ ექნება. ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუშალოთ ყველანაირად იქნება ეს სარჩელით საპროტესტო აქციებით თუ სხვა გზებით. მთავარია, რომ სრულად ოპოზიციური სპექტრი და არსამათავრობო ორგანიზაციები დარაზმულები ვართ ერთი იდეის გარშემო. თუ ჩვენ ეს გავატარეთ და უკანონობა მივიღეთ, მაშინ ამას ექნება თავისი ფასი და ამ ფასს გადაიხდის თითოეული ჩვენგანი. რაც მთავარია, უმრავლესობის გასაგონად მინდა ვთქვა, პირველ რიგში თქვენ მოგისმენენ და თქვენთან შემოიხედავს თქვენი უფროსი ძმა,’’- განაცხადა გიგი უგულავამ.

Comments
Loading...