- Advertisement -

გიგი უგულავა: რეალურად ხელშესახები ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ

513

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას ულოცავს. როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ვიზალიბერალიზაციის მიღებაში ყველა მთავრობის წვლილი სხვადასხვაა. 

"პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. განსაკუთრებით მინდა ახალგაზრდებს იმიტომ, რომ უვიზოდ შეუძლიათ იმოგზაურონ ევროპაში და ნახონ ყველაფერი, რასაც ევროპული ცივილიზაცია გვთავაზობს. მინდა მივულოცო ასევე საქართველოს ყველა მთავრობას დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ყველას წვლილი სხვადასხვაა, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად ბედნიერი დღე არის იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ხელშესახები ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ.

ვისურვებ, რომ ეს იყოს დიდი დასაწყისი, მაგრამ ბუნებრივია, ეს არის დიდი ეკლიანი რთული გზის ერთი მონაკვეთი და ამ გზაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიარული იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა, ევროპული ცივილიზაციის, ევროპული კულტურის. საქართველომ შეიტანოს თავისი წვლილი და სრულფასოვნად დამკვიდრდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც ნიშნავს კეთილდღეობას, განვითარებას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ნორმალურ, ცივილიზებულ თანაარსებობას მეზობელ სახელმწიფოებთან’’, – განაცხადა გიგი უგულავამ.

Comments
Loading...