- Advertisement -

გიგი წერეთელი: გაზპრომის საკითხზე პარლამენტს ნდობის ჯგუფის შექმნას ვთავაზობთ

459

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ "გაზპრომის" საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი უნდა შეიქმნას. 

"ინიციატივა უკავშირდება გაზპრომის ხელშეკრულებას და აქედან გამომდინარე, ზოგადად, საკითხს, რომ სპეციალური ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნას, რომელიც ასეთი სტრატეგიული მნიშნელობის ეკონომიკურ საკითხს განიხილავს. სხვათაშორის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ის სწორედ ნდობის ჯგუფს შეხვდება და ასეთი ჯგუფის შექმნას ვთავაზობთ ჩვენ პარლამენტს",-განაცხადა გიგი წერეთელმა. 

"გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობაც". ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ გაზპრომი რეალურად იარაღია რუსეთი პრეზიდენტის ხელში, ამიტომ ყველაფერი მასთან დაკავშირებით ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. 

Comments
Loading...